კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გიორგი წიტაიშვილი: “ქართველ გულშემატკივარს ერთ რამეს ვპირდები”

გიორგი წიტაიშვილს ეროვნულ ნაკრების მაისური სფფ-ის ვიცე პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა

Image source: nakrebi.ge

 

კიევის “დინამოს” 20 წლის ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაშის უფლება აქვს.​ წიტაიშვილს საქართველოს პასპორტი და ეროვნული ნაკრების მაისური ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა. ​ახალგაზრდა ფეხბურთელს ტრავმის გამო ბოლო პერიოდი არ უთამაშია და სავარჯიშო პროცესს კლუბთან ერთად უახლოეს პერიოდში განაახლებს.

“საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი ყოველთვის მქონდა, ამის შესახებ მშობლები და ოჯახის წევრები ბევრს მესაუბრებოდნენ. პირველ რიგში კლუბში უნდა ვითამაშო მაღალ დონეზე, რათა ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დავიმსახურო, ჩემი მიზანი სწორედ ესაა.

ჯერ-ჯერობით ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, რადგან სეზონი დასრულდა და კლუბი ისვენებს. შეკრებისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები და შემეძლება გუნდთან ერთად სრულად დავიტვირთო. ქართველ გულშემატკივარს ერთ რამეს ვპირდები, როდესაც საქართველოს ნაკრების მაისურით მოედანზე გავალ გუნდის წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯები”, – განაცხადა წიტაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილს სხვადასხვა პერიოდში უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ხოლო 2019 წელს კი უკრაინის 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. წიტაიშვილმა პროფესიული საკლუბო კარიერა კიევის “დინამოში” დაიწყო 2020-21 წლების სეზონში კი, მოთამაშე იჯარის წესით პოლტავის “ვორსკლაში” ასპარეზობდა.

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

 

 

 

 

პრემიერ ლიგის ტოპ 10 ფეხბურთელი, რომლებმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს საკუთარ კარში