კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი წიტაიშვილი კარიერას პოლტავას „ვორსკლაში“ გააგრძელებს

გიორგი წიტაიშვილი

Image source: pic.sport.ua

 

კიევის “დინამოსა“ და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი კარიერას პოლტავას „ვორსკლაში“ გააგრძელებს.

პოლტავური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იური მაქსიმოვმა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი ახალ გუნდში იჯარის წესით გადავიდა და უკრაინის ჩემპიონატის მეორე ნაწილს იქ ჩაატარებს. გიორგი წიტაიშვილის გადაყვანა სწორედ მწვრთნელის სურვილი იყო.

მიმდინარე სეზონში გიორგიმ კიევურ გუნდში მხოლოდ ოთხი შეხვედრა ჩაატარა და შედეგიანი ქმედებებით არ გამორჩეულა.

Transfermarkt-ის მონაცემებით, უკრაინის პასპორტის მქონე ქართველი თავდამსხმელის პირობითი სატრანსფერო ფასი 1,5 მილიონ ევროს შეადგენს.

წყარო – sport.ua

ქუთაისის “ტორპედოს” განცხადება ეროვნული ლიგის დასრულების შემდეგ