კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ცეცაძე: “ჩვენი მომავალი მეტოქე ბელარუსზე ერთი თავით მაღლა დგას”

გიორგი ცეცაძის კომენტარი

Image source: ПФК "Львів" ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, გიორგი ცეცაძე რომელიც ამჟამად უკრაინულ “ლვოვს” წვრთნის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულმა ნაკრებემა ერთა ლიგის მატჩებზე ერთმანეთთან ძალები არ გამოავლინეს.

“ეს ისეთი მნიშვნელობის მატჩი იყო და მეეჭვება, რომელიმე ნაკრებს თამაშის „დამალვა“ ეცადა. გუნდები ბოლომდე დაიხარჯნენ, რადგან 12 ნოემბრის პლეი-ოფის ფინალამდე ამ შეხვედრის შედეგს ფსიქოლოგიურადაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

საქართველოს ნაკრებმა ბელარუსს აჯობა და უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეგვეძლო. ჩვენი მომავალი მეტოქე ბელარუსზე ერთი თავით მაღლა დგას და ურთულესი თამაში გველის, მაგრამ მიმაჩნია, რომ სკოპიეში მატჩი ჩვენმა გუნდმა მოიგო, რადგან გაუგებარია, მსაჯმა ჩვენს კარში პენალტი რა მიზეზით დანიშნა. ევროპის ჩემპიონატთან სულ ერთი ნაბიჯი გვაშორებს. 12 ნოემბრის შეხვედრას იმედით ველი და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად გავალთ“, – აცხადებს გიორგი ცეცაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს თბილისის „დინამო არენაზე“ 12 ნოემბერს ევრო-2020-ის საგზურის მფლობელს გამოავლენს.

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩატარების აუცილებლობას