კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი შერმადინმა წლის ბოლოს MVP-ის ტიტული დაიმსახურა (ვიდეო)

Image source: Iberostar Tenerife-ს ტვიტერი

 

ქართველი კალათბურთელებიდან ყველაზე წარმატებულად 2019 წელი გიორგი შერმადინმა დაასრულა.

ტენერიფეს “იბეროსტარის” 30 წლის ქართველი ცენტრი ესპანეთის ჩემპიონატის დეკემბრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ლიგა ენდესაში გასულ თვეში გამართული 5 ტურიდან შერმადინმა ორში MVP-ის ტიტული დაიმსახურა, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი ამ 5 მატჩში საშუალოდ 24.6 შეადგინა, რაც საუკეთესო შედეგია.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ცენტრი ესპანური ლიგის თვის კალათბურთელი უკვე მეხუთედ გახდა. ის 3-ჯერ (2013 წლის ოქტომბერი და დეკემბერი, 2014 წლის ოქტომბერი) “მორაბანკ ანდორაში” გამოარჩიეს, ერთხელ კი, “უნიკახაში” (2018 წლის თებერვალი).

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში მე-15 ტურის შემდეგ “იბეროსტარს6 მარცხის წილ 9 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი უკავია.

წყარო – Liga Endesa

დუდა სანაძემ შედეგიანად ითამაშა და 2019 წელი მოგებით დაასრულა