კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი შერმადინმა ესპანეთის სუპერთასის მატჩში “ტენერიფეს” 9 ქულა შესძინა

გიორგი შერმადინის გუნდი სუპერთასისთვის ბრძოლას გამოეთიშა

Image source: Getty Images

 

ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდა და 92:79 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. 18 წუთში გიორგიმ 9 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. 17 ქულით „ტენერიფეს“ ბომბარდირი უერტასი გახდა. „რეალში“ კი საუკეთსო იყო რუდი ფერნანდესი, რომელმაც 18 ქულა მოპიოვა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი სეზონია, ესპანეთის სუპერთასი ახალი სისტემით იმართება, სადაც ტიტულის გათამაშება ორი ეტაპით ხდება. პირველ ნახევარფინალში „ბარსელონამთორნიკე შენგელიას ყოფილი კლუბი „ბასკონია“ დაამარცხა.

ამგვარად, დღეს, 13 სექტემბერს ფინალში ერთმანეთს „რეალი“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდებიან – სუპერთასის მფლობელს ესპანური კლასიკო გამოავლენს.

წყარო – Iberostar Tenerife

ცნობილია ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქეები რომის მასტერსზე