კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გიორგი შერმადინის უჩვეულო თამაში მიმდინარე სეზონში

Image source: Iberostar Tenerife

 

გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის მე-10 ტურში ბერძნულ „პერისტერის“ სტუმრად დაუპირისპირდა და გამარჯვება ადვილად, ანგარიშით 80:54 მოახერხა.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 19 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში მისთვის უჩვეულოდ მოკრძალებულად, 8 ქულითა და 4 მოხსნით გამოირჩა. შერმადინმა 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მარგი ქმედების კოეფიციენტმა 9 შეადგინა.

„ტენერიფეს“ 9 მოგებითა და 1 წაგებით ჯგუფში პირველ პოზიციაზეა, მომდევნო ტურის მატჩს კი 14 იანვარს, „ნიმბურკის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

ხეჩიკაშვილი: “ყველაზე მთავარია ევროტურნირის ჯგუფში ვითამაშოთ”