კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი შერმადინის “ტენერიფეს” მორიგი გამარჯვება და ისევ MVP (ვიდეო)

გიორგი შერმადინის შედეგიანი თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ

Image source: cbcanarias.net

 

გიორგი შერმადინი ისევ MVP გახდა და ეს ტიტული თავისი აქამდელი გუნდის – “უნიკახას” წინააღმდეგ მოგებულ მატჩში დაიმსახურა. ესპანეთის ლიგა ენდესას 32-ე ტურში ქართველი ცენტრის “ტენერიფემ” მალაგურ კლუბს უმასპინძლა და 79:61 დაამარცხა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23:34 წუთში 22 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ლეგიონერმა 13-დან 10 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 27-ს გაუტოლდა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

 

 

“ტენერიფემ” ლიგა ენდესას მიმდინარე სეზონში 24 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში კვლავაც მხოლოდ “რეალსა” და “ბარსელონას” ჩამორჩება. შერმადინის კლუბი მომდევნო მატჩს 24 აპრილს ბადალონაში “ხუვენტუტთან” ჩაატარებს.

 

 

 

 

წყარო – cbcanarias.net

 

 

 

 

 

 

ლაშა ბექაურმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა