კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი შერმადინის “ტენერიფეს” მნიშვნელოვანი გამარჯვება ესპანეთში

შერმადინის 13 ქულა

Image source: Acb.com

 

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-12 ტურში „ტენერიფემ“ სტუმრად „ვალენსია“ 95:89 დაამარცხა. მატჩის ბედი ბოლო პერიოდმა გადაწყვიტა, რომელიც გიორგი შერმადინის გუნდმა 14 ქულით მოიგო.

შერმადინმა მოედანზე 26 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 13 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან 12-დან 6 ორქულიანი და 2-დან საჯარიმოს ჩაგდება მოახერხა. მარგი ქმედების კოეფიციენტი 8 აღმოჩნდა.

„ტენერიფეს“ 10 მოგებით და 1 წაგებით მე-2 ადგილი უკავია და მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება. მომდევნო ტურში ესპანური გუნდი 5 დეკემბერს, „მონბუსს“ დაუპირისპირდება.

 

წყარო – ACB.com

 

უნგრეთის ჩემპიონატში ბუდუ ზივზივაძემ გოლი გაიტანა (ვიდეო)