კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” ხეტაფეს თასი მოიგო (ვიდეო)

გიორგი შერმადინის ტენერიფემ ხეტაფეს თასი მოიგო

Image source: CB1939Canarias ტვიტერის გვერდი

 

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ცენტრი, გიორგი შერმადინი „ტენერიფესთან“ ერთად ხეტაფეს თასს დაეუფლა.

ფინალურ მატჩში ქართველი ცენტრის გუნდმა დედაქალაქური „ფუენლაბრადა“ 101:96 ანგარიშით დაამარცხეს.

შერმადინმა ზემოთ ხსენებულ მატჩში 20 წუთში 17 ქულა და 2-2 მოხსნა შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. გიორგიზე მეტი ფინელმა თანაგუნდელმა სასუ სალინმა 18 ქულა ჩააგდო.

აღვნიშნოთ, რომ 11-12 სექტემბერს “ტენერიფე” ახალ სეზონში ესპანეთის სუპერთასის ფარგლებში მატჩებს უმასპინძლებს. 11 სექტემბერს ნახევარფინალში შერმადინის გუნდი მადრიდის “რეალს” ეთამაშება, ხოლო მე-2 საგზურისთვის კი “ბარსელონა” და “ვალენსია” იბრძოლებენ.

წყარო – cbcanarias.net

 

ოფიციალურად: ალექსანდრე ფევაძე კარიერას ესპანურ “გრან კანარიაში” გააგრძელებს