კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გიორგი შერმადინის შედეგიანი თამაში კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ

Image source: Acb.com

 

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-20 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „ბარსელონასთან“ საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე 83:87 წააგო და 4-მატჩიანი გამარჯვების სერია დაასრულა.

ქართველი კალათბურთელი თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შერმადინმა 27 წუთი გაატარა პარკეტზე, ხსენებულ დროში კი 20 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. 12-დან 8 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20 აღმოჩნდა.

„ტენერიფეს“ 13 მოგებით და 7 წაგებით მე-4 ადგილი უკავია, ხოლო მომდევნო შეხვედრას 8 თებერვალს სტუმრად „მურსიასთან“ ჩაატარებს.

 

ლევან კუტალიამ ყაზახეთში სადებიუტო გოლი “პანენკას” სტილში გაიტანა (ვიდეო)