კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გიორგი შერმადინის საპლეიოფო რეკორდი, MVP-ის ტიტული და სეზონში “ბარსელონასთან” პირველი გამარჯვება (ვიდეო)

შერმადინის ტენერიფემ ბარსელონა დაამარცხა

Image source: cbcanarias.net

 

გიორგი შერმადინმა და მისმა “ტენერიფემ” ესპანეთის ლიგა ენდესას მიმდინარე სეზონში კატალონიური “ბარსელონა” პირველად (80:68) დაამარცხეს,  რომელიც ნახევარფინალურ სერიაში მოხდა, ხოლო საერთო ანგარიში 1:1 გახდა, ანუ საქმე მესამე, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა.

შერმადინი ძალიან სარგებლიანი იყო და 27 წუთში 21 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 4 დაფარება ჰქონდა. გიორგიმ 10-დან 8 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის ინდექსმა 37 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

 

ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტი შეხვედრა, რომლის მოგებულიც ესპანეთის ლიგა ენდესას ფინალში გავა, 11 ივნისს, ბარსელონაში, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.

 

 

 

 

წყარო – cbcanarias.net

 

 

 

 

 

 

ბუნდესლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები (ფოტო)