კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გიორგი შერმადინის გუნდის საოცარი ქამ-ბექი ჩემპიონთა ლიგაზე

Image source: championsleague.basketball

 

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ლატვიაში, „რიგას“ ესტუმრა და დრამატულ ბრძოლაში მოიგო.

სამი პერიოდის შემდეგ მასპინძლები 13 ქულით იგებდნენ, მაგრამ ესპანელებმა პატარა სასწაული მოახდინეს და დასკვნით პერიოდში 26:9 იმარჯვეს, შედეგად მატჩიც მოიგეს – 68:64.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 21 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 8 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 12 იყო.

„ტენერიფე“ C ჯგუფს 6-დან 6 გამარჯვებით ლიდერობს და მომდევნო ტურში 3 დეკემბერს, სახლში გერმანულ „ბამბერგთან“ დაუპირისპირდება.

 

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან ბრძოლაში წააგო