კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გიორგი შერმადინის გუნდის 23-ე მოგება და სეზონში მისი მე-13 MVP-ის ტიტული (ვიდეო)

Image source: CB1939Canarias ტვიტერის გვერდი

 

საკალათბურთო კლუბ “ტენერიფეს” ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი მიმდინარე სეზონში მე-13-ედ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP). ესპანეთის ლიგა ენდესას მორიგ ტურში შერმადინმა კუნძულელებს “ესტუდიანტესთან” ულიდერა და 101:77 გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

შერმადინმა 17:24 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ასევე ქართველმა კალათბურთელმა 13-დან 9 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 32 შეადგინა, და ცხადია, ყველაზე მაღალი შედეგი გახლდათ.

“ტენერიფემ” ლიგა ენდესაში 23 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს. შერმადინის გუნდი მომდევნო მატჩს 13 აპრილს, მადრიდში, სწორედ “სამეფო” კლუბის წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

 

 

წყარო – cbcanarias.net

 

 

 

 

გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსის” მორიგი გამარჯვება ამჯერად მემფისში (ვიდეო)