კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი შერმადინის ბრწყინვალე მატჩი – ორმაგი დუბლი, MVP და ბომბარდირის წოდება

Image source: Iberostar tenerife

 

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-10 ტურში „ტენერიფემ“ სევილიის „ბეტისს“ უმასპინძლა და 94:89 მოიგო.

მასპინძელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი გიორგი შერმადინს მიუძღვის. ქართველმა კალათბურთელმა 32 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა: 24 ქულა, 11 მოხსნა და 2 პასი. გიორგიმ 11-დან 6 ორქულიანი და 15-დან 12 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა და მატჩის MVP გახდა. გარდა ამისა, 24 ქულით შეხვედრის საუკეთესო ბომბარდირიც შერმადინი იყო.

„ტენერიფეს“ 6 მოგებითა და 4 წაგებით მე-4 ადგილი უკავია, მომდევნო ტურში კი 1 დეკემბერს, „ბარსელონას“ სტუმრად დაუპირისპირდება.

 

 

მერაბ გიგაურმა ახალ კლუბთან სატრანსფერო მოლაპარაკებები დაასრულა