კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი შერმადინის 9 ქულა და მეოთხედფინალის საგზური ჩემპიონთა ლიგაზე

შერმადინის 9 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე

Image source: championsleague.basketball

 

გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს. ტურნირი 6-თვიანი პაუზის შემდეგ განახლდა, რადგან თავის დროზე კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვიტეს.

შერმადინის გუნდმა „ოსტენდე“ სერიაში 2:1 დაამარცხა და მერვედფინალური ბარიერი გადალახა. სერიის მესამე მატჩი ესპანელებმა 62:54 მოიგეს.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 24 წუთი გაატარა, 9 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან 7-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 12 იყო.

„ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „სარაგოსას“ დაუპირისპირდება.

 

წყარო – championsleague.basketball

 

სლუცკი კვარაცხელიაზე: “არის შანსი, რომ “სპარტაკთან” ითამაშოს”