კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი შერმადინის 10 ქულა და “ტენერიფეს” პირველი მარცხი ყოფილ გუნდთან (ვიდეო)

იბეროსტარ ტენერიფეს ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი

Image source: CB1939Canarias ტვიტერის გვერდი

 

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი წარუმატებლად განაახლა „ტენერიფემ“. გიორგი შერმადინის ყოფილმა გუნდმა „უნიკახამ13-ქულიანი სხვაობით 83:70 ანგარიშით დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა 18:47 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 10 ქულით, 6 მოხსნით და 1 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მხოლოდ 9 აღმოჩნდა.

„ტენერიფემ“ ა ჯგუფი მარცხით დაიწყო და მეორე ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“ 19 ივნისს დაუპირისპირდება.

 

წყარო – acb.com

 

 

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ბასკური დერბი მოიგო