კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი შერმადინი „ვარსკვლავთა ხუთეულში“ შეიყვანეს (ვიდეო)

შერმადინი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

Image source: BasketballCL ტვიტერის გვერდი

 

გიორგი შერმადინი ფიბას ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური “ტენერიფეს” ლიდერი მიმდინარე სეზონში ყველა იმ ტურნირში კარგად თამაშობს, რომელშიც ასპარეზობს და რიგი ტიტულები უკვე მოიგო და აგრძელებს ბრძოლას. ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში 8 საუკეთესო გუნდი რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში შეიკრიბა, სადაც ტურნირის სიმბოლური ხუთეულიც დაასახელეს.

ჩემპიონთა ლიგის YouTube-ის ოფიციალურმა არხმა სიმბოლური ხუთეული შეადგინა, რომელსაც „ვარსკვლავთა ხუთეული“ უწოდა.

საუკეთესო ხუთი კალათბურთელი: სი ჯეი ჰარისი (ჰოლონი, ისრაელი), კეისი შეფარდი (ნიჟნი ნოვგოროდი, რუსეთი), ბონზი კოლსონი (სტრასბური), რეიმარ მორგანი (კარშიაკა, თურქეთი), გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი).

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში გიორგის “ტენერიფე” დღეს, 18:00 საათზე ფრანგულ “სტრასბურს” დაუპირისპირდება.

 

 

 

 

წყარო – Basketball Champions League

 

 

 

 

 

 

 

მსოფლიო რაგბმა ქართულ რაგბის დაფინანსება აღუდგინა