კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი შერმადინი საუკეთესო იყო, მაგრამ “სტრასბური” უფრო ძლიერი აღმოჩნდა (ვიდეო)

გიორგი შერმადინის გუნდი ოვერტაიმში დამარცხდა

Image source: cbcanarias.net

 

რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში მიმდინარე ფიბას ჩემპიონთა ლიგის რვათა ფინალში გიორგი შერმადინის “ტენერიფე”, 1/4-ფინალურ მატჩში ფრანგულ “სტრასბურთან” ოვერტაიმში 86:88 დამარცხდა და ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, 35:15 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა. გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

საბოლოოდ, ქართველი კალათბურთელის “ტენერიფე” ფიბას ჩემპიონთა ლიგას ნაადრევად გამოეთიშა.

 

 

 

 

წყარო – cbcanarias.net

 

 

 

 

 

 

 

ყაზანის გრან სლემის მეორე დღეს 3 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალი (ვიდეო)