კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი შერმადინი: “საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ ჩამოსვლა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა”

გიორგი შერმადინის ინტერვიუ

Image source: Getty Images

 

საქართველოს ნაკრების და “ტენერიფეს” კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთში აღიარეს. შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. გასულ თვეში მისი მარგი ქმედების კოეიფიცნტმა საშუალოდ 28.7 შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოდგა.

ქართულმა გამოცემამ დაუკავშირდა გიორგის და ესპანური ამბების პარალელურად საქართველოს ნაკრებზეც ელაპარაკა.

“ესპანეთის ჩემპიონატი სექტემბრის ბოლოს დაიწყო, „ტენერიფე“ შეჯიბრებას კარგად მომზადებული შეხვდა. გარდა იმისა, რომ სათანადო კონდიციებში ვართ, შემადგენლობაც მაღალი კლასისაა და პირადად ჩემთვის მოულოდნელი ნამდვილად არ არის, შვიდი ტურის შემდეგ ლიდერებს შორის რომ ვართ. სხვათა შორის, კლუბის ხელმძღვანელობაც და გულშემატკივრებიც გახარებულები არიან – „ტენერიფეს“ ესპანეთის ჩემპიონატში საწყის 6 ტურში ამდენივე გამარჯვება აქამდე არ ჰქონია. ვიმედოვნებ, ასევე განვაგრძობთ.

საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ ჩამოსვლა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა. გარდა იმისა, რომ მოედანზე გამოვდივართ და საქართველოს სახელით ვიბრძვით, ნაკრების წევრები ერთმანეთს ვხვდებით. რთული საკლუბო სეზონის დროს სანაკრებო ფანჯრები ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა. იმედი მაქვს, პანდემია ხელს არ შეუშლის, საკლუბო სეზონიც გეგმის მიხედვით გაგრძელდება და სანაკრებო, – განაცხადა შერმადინმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში იტალიურ „დინამო სასარის“ სტუმრად დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 72:92 წააგო.

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

გიორგი შერმადინის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე განადგურდა