კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი შერმადინი ისევ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა – ქართველს საოცარი სეზონი აქვს

Image source: Iberostar Tenerife

 

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-19 ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ „ბურგოსს“ ესტუმრა და 70:54 იმარჯვა. ეს იყო ესპანური გუნდის ზედიზედ მე-4 გამარჯვება შიდა ჩემპიონატში.

შერმადინი კი, ისევ საუკეთესო გახლდათ. შერმადინმა 23 წუთი გაატარა პარკეტზე, ხსენებულ დროში კი 17 ქულა, 8 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 8 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 24 აღმოჩნდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი იყო და მატჩის MVP გახდა.

17 ქულაც ორივე გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახლდათ და შეხვედრის საუკეთესო მექულეც გიორგი აღმოჩნდა.

„ტენერიფეს“ 13 გამარჯვებითა და 6 მარცხით მე-4 ადგილი უკავია, მომდევნო ტურში კი 2 თებერვალს, „ბარსელონას“ საკუთარ მოედანზე შეხვდება.

 

 

ოფიციალურად: ცნობილია დარჩება თუ არა ნიკა კაჭარავა “ანორთოსისში”