კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი შერმადინი ესპანური ლიგა ენდესას ტურის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს (ფოტო/ვიდეო)

გიორგი შერმადინი ტურის სიმბოლურში

Image source: Iberostar Tenerife ტვიტერის გვერდი

 

გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას მე-19 ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

კვირას, ტენერიფელები აუტსაიდერ “გიპუსკოა ბასკეტს” სტუმრობდნენ და სამწუხაროდ – 87:89 ანგარიშით წააგეს, მაგრამ შერმადინი 28 ქულით საუკეთესო იყო არა მხოლოდ ამ შეხვედრაში, არამედ – სრულიად ტურში.

ქართველმა ცენტრმა 31 წუთში 15-დან 13 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 28 ქულას 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემაც წაამატა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 33-ს გაუტოლდა, რაც თამაშის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

გიორგი შერმადინის ჩაგდებაც (დანკი) ტოპ-7-ში მოხვდა:

შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფეს” 18 ტურში 14 მოგება დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში “ბასკონიასთან” ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს.

 

 

 

წყარო – ACBCOM

 

 

 

 

 

ტოჩინოშინისა და ტერუნოფუჯი ბრძოლა დაახლოებით 10 წამს გაგრძელდა (ვიდეო)