კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი შერმადინი ესპანეთში ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა (ვიდეო)

შერმადინის 17 ქულა

Image source: Acb.com

 

საქართველოს ნაკრების და „ტენერიფეს“ ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის MVP გახდა.

გასულ ტურში შერმადინმა „ბურგოსის“ წინააღმდეგ მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 84:79 მოიგო, 29 წუთში 21 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი გააკეთა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 30 გამოდგა, რაც არამარტო ამ მატჩში, არამედ მთლიანად ტურში საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.

შერმადინმა კარიერაში მეცხრედ მოიგო ACB ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო.

 

 

წყარო – Liga Endesa

 

QUIZ. გამოიცანით “ლივერპულის” ფეხბურთელი წინა კლუბების მიხედვით