კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში მოგებულ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

შერმადინის 15 ქულა

Image source: Acb.com

 

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სევილიის „ბეტისი“ დაძაბულ ბრძოლაში 77:73 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, რადგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გიორგიმ 21 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი შესძინა საკუთარ გუნდს და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 17 გამოდგა.

„ტენერიფეს“ 7 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 13 ნოემბერს „მანრესას“ შეხვდება.

 

წყარო – ACB.com

 

ეროვნული ლიგა – “დინამომ” თბილისურ დერბიში “ლოკომოტივს” აჯობა (ვიდეო)