კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში “2020 წლის მეფედ” დაასახელეს

შერმადინი საუკეთესოა

Image source: Acb.com

 

„ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 2020 წლის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. 2020 წლის მეფე – ასე იწყება სტატია ACB ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე, შერმადინს 2020 წელს ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა და კონკურენტებს აჯობა.

მისი მაჩვენებელი 592 გამოდგა და ვალტერ ტავარესს, ნიკოლა მიროტიჩს, ფაკუნდო კამპაცოსა და ბოიან დუბლიევიჩს აჯობა.

2020 წელს მოპოვებული ქულებით შერმადინმა პირველი ადგილი ნიკოლა მიროტიჩთან ერთად გაიყო 453 ქულით, ხოლო მოხსნებში მესამე ადგილზე აღმოჩნდა და მხოლოდ აუგუსტო ლიმასა და ვალტერ ტავარესს ჩამორჩა.

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში მარგი ქმედების კოეიფიციენტით საუკეთესო 2017 წელსაც იყო და მაშინ მისი მაჩვენებელი 710-ს უტოლდებოდა, ხოლო 2018 წელს პირველი ადგილი თორნიკე შენგელიამ მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში საშუალოდ 16.4 ქულას, 6 მოსნა და 2.2 პასს აგროვებს.

 

 

წყარო – ACB.com

 

გიორგი ქვილითაიამ კვიპროსში გამარჯვების გოლი გაიტანა (ვიდეო)