კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთმაშედ დაასახელეს

Image source: Giorgi Shermadini Twitter

 

გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-12 ტურში “მურსიას“ უმასპინძლა და 85:78 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა 31 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა და მატჩის MVP გახდა. გარდა ამისა “ლიგა ენდესას” ოფიციალურმა გვერდმა გიორგი შერმადინი ჯეიმი ფერნანდესთან ერთად მე-12 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

ქართველი ლეგიონერი ტურის საუკეთესო მოთამაშედ მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ, კარიერის განმავლობაში კი მეექვსედ დაასახელეს.

 

წყარო – Liga Endesa ‏ 

სამწუხარო ამბავი. სანდრო მამუკელაშვილმა “აიოვა სტეიტთან” მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო