კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი შერმადინი: “ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება სწრაფი ფინელების შეჩერება და პერიმეტრის გადაკეტვა”

გიორგი შერმადინი მატჩის წინა კომენტარი

Image source: gbf.ge

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპოოს “მეტრო არენაზე” გუშინ მეორედ ივარჯიშა. კალათბურთელებმა მთელი დრო კომბინაციების სრულყოფას დაუთმეს. ილიას ზუროსი მითითებებს ზომიერად იძლეოდა და მთლიანობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების საღამოს ვარჯიში საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა.

დღეს, თამაშამდე 2 დღით ადრე, საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა კვლავ 2 ვარჯიში დაგეგმა.

“საქართველოს ნაკრები მეორე დღეა, ფინეთშია. ვვარჯიშობთ ესპოოს დარბაზში, სადაც 28 და 30 ნოემბერს ფინეთსა და შვეიცარიას ვეთამაშებით. რაც მთავარია, ყველა ჯანმრთელად ვართ და საწვრთნელი პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს აქვს დაგეგმილი. ველოდებით თორნიკე შენგელიას, რომელიც პირველი თამაშის წინა დღეს შემოგვიერთდება. 28-ში კი სრული ძალებით შევებრძოლებით ფინელებს. ჩვენს პირველ მეტოქეს, ფინეთს კარგი მსროლელები ჰყავს. ჩემი თანაგუნდელია საშუ სალინი, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატშიც ერთ-ერთ გამორჩეულ მსროლელად ითვლება. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება სწრაფი ფინელების შეჩერება და პერიმეტრის გადაკეტვა. რაც შეიძლება ნაკლები სივრცე უნდა დავუტოვოთ სამქულიანების სასროლად” , – განაცხადა გიორგი შერმადინმა.

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ფინეთში იმყოფება, სადაც ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკციო ტურნირის 2 მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 28 ნოემბერს მასპინძელ ფინეთს დაუპირისპირდება, ხოლო 30-ში შვეიცარიას ეთამაშება.

 

წყარო – gbf.ge

 

 

 

 

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის გარეშე ივარჯიშა