კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გიორგი ნემსაძე კვარაცხელიაზე, გიორბელიძეზე და ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა

გიორგი ნემსაძის ინტერვიუ

Image source: FC Dila Gori ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და გორის „დილას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, გიორგი ნემსაძე პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი იყო. ნემსაძემ განაცხადა, რომ მწვრთნელობაზე ფეხბურთელობის დროსაც ფიქრობდა.

„მწვრთნელობაზე ფეხბურთელობის დროს ვფიქრობდი, სხვადასხვა მწვრთნელების ვარჯიშებს ვაკვირდებოდი და ბლოკნოტში ვიწერდი. მოკლედ, ამ საკითხზე ვფიქრობდი. მერე 8 წელი საკრებულოში ვიყავი და საქმეს ცოტა ჩამოვშორდი. კარგი იყო, ადრე დამეწყო. ამ ეტაპს უფრო ადრე გავივლიდი და მეტი გამოცდილება მექნებოდა და გული მწყდება.

ჩემთვის მისაღები ლაღი, შემტევი ფეხბურთია, რაც ამ თამაშს ალამაზებს. ასე საკუთარ კარზე ნაკლებ დარტყმას იღებ. ამას ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე ვაკეთებ, რაც ჩვენთვის უფრო მისაღებია, რაც გულშემატკივარს უყვარს და ახალისებს. ეს მეტ აზროვნებასაც საჭიროებს. ტაქტიკური სქემებს რაც შეეხება, „დინამოსთან“ 3-6-1 ტაქტიკით ვითამაშე, ბათუმის „დინამოსთან“ კი 4-5-1 სქემა გამოვიყენე. გააჩნია ვის ვეთამაშებით. ყველა მეტოქეს ერთი სქემით ვერ ვეთამაშები“.

გუნდში საქმე და მეგობრობა თუ არ გამიჯნე ​და საქმეს შორის ზღვარი არ გექნება, გუნდი არ აშენდება. ეს არის საფუძველი, რასაც გუნდი უნდა ეფუძნებოდეს.

მივედი გასავარდნ გუნდში და ადგილი შევინარჩუნეთ. თანამშრომლობა გაგრძელდა და ნდობა გაჩნდა. ცხადია, მილიონიან ფეხბურთელის ყიდვას არ ვთხოვ, ჩემს საქმეში კი არავინ ჩარეულა და ხელს ისე მიწყობენ, რა საშუალებაც გააჩნიათ.

თავიდან ხუთეულში ბრძოლა გვსურდა, მაგრამ იმედი მქონდა, რომ უფრო მეტს მივაღწევდი და საბედნიეროდ, საქმე ასეც აეწყო, რომ გავლიდერდით. ისრაელიდან დამირეკეს, ხუთეულში მოხვედრა კი არა, სხვა გეგმა გქონიაო, კომპლიმენტად მითხრეს, მაგრამ ისეთი ჩემპიონატია, ერთი წაგებით, შეიძლება მეექვსე ადგილზე დავქვეითდეთ და ამიტომ ილუზიებში არ უნდა ჩავვარდეთ.

მესმის, რომ ევროპაში ჩვენთან შედარებით ნაკლები ფინანსური პრობლემაა და ფეხბურთზეც მეტი ხალისით ფიქრობენ. ადრე 70% მაინც ჰქონდა პურის ფული, გასართობს ეძებდა და სტადიონზე დადიოდა. ახლა რთულია, „დინამოს“ სტადიონი სანახევროდ მაინც გაივსოს, მაგრამ ამბიციური გუნდები, ბიუჯეტების გაზრდა მეტ ინტერესს გამოიწვევს”.

გიორგი ნემსაძე დარწმუნებულია, რომ ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ გადასულ გურამ გიორბელიძეს ეროვნულ ნაკრებში თამაშის პოტენციალი აქვს:

“მე გურამის ტრანსფერს ამბავი რომ გავიგე, მოთამაშის კუთხით შევხედე და ხელის შეშლასა და მის გაჩერებაზე არც მიფიქრია. გიორბელძეს აქვს დიდი პოტენციალი და მოედანზე უდიდეს სამუშაოს ასრულებს, თამაშებზე 13-14 კმ დარბოდა, დაცვასაც ეხმარებოდა და შეტევასაც. ევროპის ლიგის გუნდში წავიდა და თუ იქ დამკვიდრდება, დარწმუნებული ვარ, ნაკრებში ითამაშებს.

ბოლო დროს ნაკრები მომწონს, რადგან გუნდურ ფეხბურთს აჩვენებს. რა თქმა უმდა, ხარისხი მოსამატებელია, მაგრამ ერთად დიდხანს ნათამაშებ გუნდს ჰგავს. ამ შემადგენლობით გუნდი კიდევ დიდხანს ითამაშებს და ხვალინდელ დღეს იმედით ვუყურებ.

გამოჩნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ჩემთან 17-წლამდელებში თამაშობდა. პიროვნულად და როგორც სპორტსმენიც მომეწონა და დარწმუნებული ვარ, დიდ ფეხბურთს ითამაშებს. ისე გამოიყურება და ისე იოლად თამაშობს, თითქოს რუსეთში 15 წელია გამოდის“.

48 წლის სპეციალისტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში თამაშობდა, რომლის მაისურითაც 69 მატჩი ჩაატარა.

 

 

 

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

“ჩელსიმ” 2021/22 წლების სეზონისთვის გასვლითი მაისური წარადგინა (ვიდეო)