კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ნავალოვსკიმ გულშემატკივრების მხარდაჭერას გამოეხმაურა

გიორგი ნავალოვსკი მატჩისშემდგომი კომენტარი

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2020/21 წლის სეზონის უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ესტონეთს დაუპირისპირდა და “დინამო არენაზე” გამართული მატჩი გატანილი გოლების გარეშე ფრედ – 0:0 დასრულდა. გულშემატკივრების მხარდაჭერის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ნავალოვსკიმ დაწერა:

“მოგესალმებით ყველას, დასრულდა სანაკრებო შეხვედრები, სამწუხაროდ ვერ შევძელით თითოეული თქვენგანის, ჩვენი, ჩვენი ოჯახის წევრების, მეგობრების და ახლობელი ადამიანების ოცნებების ასრულება, რის გამოც ბოდიშს გიხდით, ასე ახლოს ამ მიზანთან არასდროს ვყოფილვართ, თუმცა არ გამოვიდა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, რომელთაც ჩვენი ჯეროდათ და ამ პერიოდში მიუხედავად ბევრი აკრძალვისა და შეზღუდვისა, მაინც ბოლომდე ჩვენს გვერდით იყვნენ და უდიდესი მხარდაჭერა გვაჩვენეს”, – დაწერა ნავალოვსკიმ.

აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები საფეხბურთო სეზონს 2021 წლის მარტში მსოფლიოს 2022 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებით განაახლებს. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა 7 დეკემბერს გაიმართება.

 

 

წყარო-Giorgi Navalovski

 

 

 

 

გურამ კაშია: “საბოლოო ჯამში, ძალიან რთული შეკრება გამოგვივიდა”