კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გიორგი მიქაუტაძემ “მეცთან” ინტერვიუში თავისი კერპი დაასახელა (ვიდეო)

გიორგი მიქაუტაძის ინტერვიუ მეცთან

Image source: fcmetz.com

 

20 წლის გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ფრანგულ ქალაქ ლიონში დაიბადა. ის საფეხბურთო კლუბ “მეცის” საკუთრებაა, მაგრამ იჯარის წესით ამჟამად ბელგიის პროქსიმუს ლიგაში ასპარეზობს. ბელგიური “სერენის” ცენტრალურმა ფორვარდმა D1B–ში სეზონის დაწყებიდან 9 მატჩში უკვე 15 გოლის გატანა მოახერხა, საშუალოდ ის თამაშში 1,66 გოლს იტანს.

ფრანგულმა კლუბმა მიქაუტაძესთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

“პატარაობიდან კრიშტიანუ რონალდუს ვგულშემატკივრობ. პატარაობიდან მის ვიდეოებს ბევრს ვუყურებ. ყველაზე მეტად მასში მომწონს, რომ ბევრს მისი შრომობს. სწორედ ამ შრომით გახდა ის, ვინც დღესაა.

გუნდს ძალიან კარგად გავიარე, აქ ყველამ კარგად მიმიღო. ჩემი მიზანია, რომ დავეხმარო გუნდს. აქ ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა შემდგომში ასე უნდა გავაგრძელოთ.

მინდა “მეცს” ვაჩვენო, რომ ფრანგულ გუნდში საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაში შემიძლია”, – განაცხადა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ 20 წლის ქართველი თავდამსხმელის საქართველოს ნაკრებში ხილვა სურთ.

 

 

წყარო – fcmetz.com

 

 

 

 

ლევან მაისაშვილი: “მნიშვნელოვანია ჩვენ რას გავაკეთბთ და როგორ გამოვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს”