კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი მერებაშვილმა ვლადიმირ ვაისის მთავარი შეცდომა დაასახელა

მერებაშვილმა ვაისის შეცდომა დაასახელა

Image source: George Arjevanidze

 

საქართველოს ნაკრებისა და “ვისლა პლოცკის” თავდამსხმელმა, გიორგი მერებაშვილმა ეროვნული გუნდის ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხს გამოეხმაურა და ჯვაროსნების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის შესახებაც ისაუბრა.

ფეხბურთელი აცხადებს, რომ ევრო-2020-ის საკვალიფილაციო ფინალურ მატჩში დამარცხება ყველა ჩვენგანის დამარცხებაა. რაც შეეხება ვლადიმირ ვაისს, მერებაშვილის თქმით, ის შეცვლებს ხშირად აგვიანებდა, რაც არაერთ თამაშზე შეიმჩენოდა.

“გუშინ ყველა ჩვენთაგანი დავმარცხდით. მე, შენ და მთელმა საქართველომ წავაგეთ გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში. ეს უნდა გავითავისოთ, თითის გაშვერას და მარტო სხვაზე გადაბრალებას კიდე უნდა მოვეშვათ, თუ გვინდა, რომ დიდ წარმატებებს მივაღწიოთ. ყველა ჩვენთაგანის ბრალია გუშინდელი მარცხი, (მეტნაკლებად) მაგრამ კიდევ მჯერა, რომ ჩვენ სათქმელს აუცილებლად ვიტყვით და უფრო ძლიერები დავბრუნდებით.

თვითონ მწვრთელს აქვს თავისი შეხედულება და მეც პირადად ძალინ ხშირად ავღნიშნავდი ხოლმე, რომ ყოველთვის აგვიანებდა შეცვლებს და ეს თამაშზეც აისახებოდა ხოლმე და ბევრ თამაშზეც ასახულა – ერთერთი წამყვანი ფეხბურთელი ვიყავი ერთალიგაზე – ეს იყო თითოეული ჩვენთაგანის წაგება” – განაცხადა გიორგი მერებაშვილიმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს სომხეთთან და 18 ნოემბერს ესტონეთთან გამართავს მატჩებს.

წყარო – mtavari.tv

შოთა არველაძე: “ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო”