კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი მერებაშვილმა პოლონეთში გაიბრწყინა – ქართველის დუბლი! (ვიდეო)

Image source: Wisla Plock

 

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-20 ტურში გიორგი მერებაშვილის „ვისლამ“ „პიასტს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მატჩის გმირი ქართველი შემტევი მატჩის გმირი გამოდგა და დუბლი შეასრულა. გიორგიმ მე-16 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 57-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და თავისიანები ხელმეორედ დააწინაურა.

მერებაშვილი 90-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-14 თამაშში მე-4 გოლი გაიტანა.

„ვისლას“ 20 ტურში 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.

 

მერებაშვილის გოლების ხილვა შეგიძლიათ აქ.

 

ჩხეტიანი “ტორპედოს” ემოციური წერილით დაემშვიდობა (ვიდეო)