კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი მერებაშვილი პოლონეთის ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურ ნაკრებშია! (ფოტო)

Image source: Wisla Plock

 

საქართველოს ნაკრებისა და “ვისლა პლოცკის” თავდამსხმელი, გიორგი მერებაშვილი პოლონეთის ექსტრაკლასას მე-20 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში  “ვისლამ” “პიასტს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ქართველი შემტევი მატჩის გმირი გამოდგა და დუბლი შეასრულა. გიორგიმ მე-16 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 57-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და თავისიანები ხელმეორედ დააწინაურა.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-14 თამაშში ქართველმა ლეგიონერმა მე-გოლი გაიტანა.

წყარო – PKO Ekstraklasa

რომელ მატჩებს ვუყუროთ საფეხბურთო კვირა დღეს?