კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი მერებაშვილი: “ეს ხომ მთელი საქართველოს თამაშია… დღეს ისტორია იწერება!”

მერებაშვილის განცხადება

Image source: Giorgi Merebashvili ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი მერებაშვილმა საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის შესახებ დაწერა და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები გაამხნევა.

გთავაზობთ მერებაშვილის განცხადებას უცვლელად:

“და დადგა დღე, რომელსაც ბოლო ორი წელი ველოდებოდი… ამ დღეზე ფიქრით ვიძინებდი და ვიღვიძებდი… მიუხედავად იმისა, რომ ბიჭებთან ერთად არ ვარ დილიდან ისეთი შეგრძნება მაქვს და ისეთი აფორიაქებული დავდივარ თითქოს მეც მქონდეს თამაში, თუმცა ეს ხომ მთელი საქართველოს თამაშია… დღეს ისტორია იწერება! დიდი გამარჯვების ისტორია! იმედია ამ ცუდი წლის და ბევრი წლის მონდომების შეგედი დაიდება და მთელი საქართველო გამარჯებით აგუგუნდება! წარმატებები ბიჭებო, მთელი გულით თქვენთან ვარ და მჯერა რომ დღეს ყველა ერთად ვიზეიმებთ ამ დიდ გამარჯვებას” , – წერს მერებაშვილი ფეისბუკის თავის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი 12 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

წყარო – Giorgi Merebashvili

 

 

 

 

ოთარ კიტეიშვილი: “ამ შეხვედრას ყველა ფეხბურთელი დიდი ხანი ველოდით”