კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი მელქაძე: “ჩემს გროზნოულ ტრანსფერში დიდი როლი ითამაშა გიორგი შელიამ”

გიორგი მელქაძის ინტერვიუ

Image source: fc-akhmat.ru

 

ქართველი ნახევარმცველი გიორგი მელქაძე “სპარტაკიდან” “ახმატში” იჯარის წესით გადასვლის შესახებ ისაუბრა. 14 აგვისტოს, “ახმატის” ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ 23 წლის ქართველი შემტევი გროზნოს კლუბში იჯარის წესით 2020/21 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

– როგორ მოხდა, რომ “ახმატში” გადახვედი?

დამირეკეს და გროზნოულ კლუბის რიგებში თამაში შემომთავაზეს, დავეხმარო კლუბს. ეგრევე არ დავთანხმდი, კიდევ მქონდა შემოთავაზებები. ვიფიქრე, დავათვალიერე გუნდის შემადგენლობა, თუ რა პირობები ჰქონდა და მაინც “ახმატი” ავირჩიე.

მქონდა შეხვედრა გიორგი შელიასთანაც, რომელიც “ახმატში” ჩემზე ადრე გადავიდა. ვისაუბრეთ ჩემი ტრანსფერის შესახებ. შელიამ სერიოზული როლი ითამაშა ჩემს ტრანსფერში – 30%.

მინდა გითხრათ, რომ აქ თავს კარგად ვგრძნობ, ბევრს ვიცნობ აქ, თითქმის ყველას წინააღმდეგ მითამაშია. აქ თბილად მიმიღეს.

გუნდის შემადგენლობით თუ ვიმსჯელოთ, ჩვენ რუსეთის თასის მოგება და ევროტურნირებზე ასპარეზობა შეგვიძლია. ჩვენ კარგი შემადგენლობა გვაქვს, ასევე მწვრთნელიც.

– რატომ აირჩიე 3-ნომრიანი მაისური?

დიდი ნომრები არ მიყვარს, თავისუფალი იყო 2,3, და 16 ნომრები, ავირჩიე -3

შეგახსენებთ, რომ რუსული პრემიერ-ლიგის წინა სეზონში 23 წლის შემტევი “ტამბოვში” გამოდიოდა და ისევ იჯარის წესით. ტამბოვური გუნდის რიგებში 20 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო “ახმატის” რიგებში სულ 13 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

 

წყარო – fc-akhmat.ru

 

 

 

 

 

ეროვნული ლიგა: დღეს მე-10 ტურის ბოლოსწინა მატჩის “მიხეილ მესხზე” გაიმართება