კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი მაკარიძის სტატისტიკა “კასტელონის” წინააღმდეგ შეხვედრაში – SofaScore

გიორგი მაკარიძის სტატისტიკა

 

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მაკარიძემ ესპანურ “ალმერიაში” მორიგი მატჩი ჩაატარა.

სეგუნდა დივიზიონის 23-ე ტურში ქართველმა გოლკიპერმა “კასტელონის” წინააღმდეგ საშინაო მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და უცვლელად ითამაშა. შეხვედრაში ქართველმა ლეგიონერმა 1 სეივი შეასრულა და 1 გოლი გაუშვა, მატჩი კი “ალმერიას” სასარგებლოდ 3:1 დასრულდა.

მაკარიძე “ალმერიას” შემადგენლობაში 90‘ წუთში 42-ჯერ შეეხო ბურთს, მისმა გადაცემათა სიზუსტემ 88% შეადგინა.

სტატისტიკურმა ვებ-გვერდმა SofaScore ქართველი მეკარის თამაში 6.8 ქულით შეაფასა:

წყარო – sofascore.com

ოფიციალურად: ცნობილია მათე ცინცაძის ახალი გუნდი