კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გიორგი მაკარიძის კიდევ ერთი აღიარება პორტუგალიაში!

Image source: Record

 

გიორგი მაკარიძის მორიგი აღიარება. სეტუბალის „ვიტორიას“ ქართველი ფეხბურთელი გულშემატკივართა გამოკითხვით დეკემბრის თვის საუკეთესო მეკარეებში პორტუგალიის ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.

მაკარიძეს ხმების 15.2% ერგო და საუკეთესო სამეულში დაიკავა ადგილი. გიორგი მხოლოდ „პორტუს“ მეკარეს, აგუსტინ მარჩესინსა (36.8%) და „ბენფიკას“ წევრ ოდისეას ვლაჩოდიმოსს (18%) ჩამორჩა.

შეგახსენებთ, რომ მაკარიძემ მიმდინარე სეზონში 15 თამაში ჩაატარა და 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

 

წყარო – elsiglocoahuila

 

“დინამომ” მზადება დაიწყო და კახა ჩხეტიანის პირველი ვარჯიში (ვიდეო)