კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ლორიას პენალტის განზრახ გაშვებაში ადანაშაულებენ (ვიდეო)

ლორიას ჟესტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

Image source: Sportfm.gr

 

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარე გიორგი ლორიას პენალტის განზრახ გაშვებაში ადანაშაულებენ. „აპოლონთან“ მატჩის, 37-ე წუთზე გიორგის თერთმეტმეტრიანი გაუტანეს, ქართველმა კი დარტყმამდე თავი მარცხნივ დახარა, მეტოქემ იქ დაარტყა და თვითონ მარჯვნივ გადახტა.

ამ მოძრაობამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ქართველი კიპერი კვიპროსის ეთიკისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეას პაპახარალამბუსმა განაცხადა, რომ შესაძლოა ქართველის ჟესტი მეტოქისადმი მინიშნება იყო.

„ანორთოსისმა“ ამასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ მზად არიან ითანამშრომლონ გამოძიებასთან, თუმცა გავრცელებულ ცნობას სისულელე და სასაცილო ისტორია უწოდეს.

შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისმა“ „აპოლონთან“ 1:3 წააგო და გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

 

 

წყარო – sport-fm.gr

 

სასიხარულო ინფორმაცია – ჩაკვეტაძემ ვარჯიში განაახლა