კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ლორია: “ძალიან ვწუხვარ რომ ვერ ავიხდინეთ ჩვენი და გულშემატკივრის ოცნება”

გიორგი ლორიას პოსტი ინსტაგრამზე

Image source: gff.ge

 

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ გულშემატკივრებს სოციალური ქსელში გამოქვეყნებული წერილით მიმართა და თუ რა ძალიან მძიმე დღეები ჰქონდა პირადად მას და მის  გუნდელებს. ქართველმა ფეხბურთელმა ეს პოსტი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

“წავაგეთ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში!

ძნელია ძალიან, სიცარიელე იყო ჩვენში თამაშის შემდეგ, ძალიან მძიმე დღეები მქონდა პირადად მე და ჩემს გუნდელებს, ძალიან ვწუხვარ რომ ვერ ავიხდინეთ ჩვენი და გულშემატკივრის ოცნება!

რაც აქამდე ვაშენეთ უცებ დაინგრა! საფეხბურთო ცხოვრებამ მძიმედ დაგვარტყა, მაგრამ მთავარია ამ დარტყმას როგორ ავიტანთ და წამოვდგებით ფეხზე! მე მჯერა ჩემი გუნდის!”, – დაწერა ლორიამ ინსტაგრამის საკუთა გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ნოემბერში ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) და სომხეთთან (1:2) წააგო, ხოლო ესტონეთთან კი (0:0) ფრე ითამაშა.

 

წყარო –

 

 

 

 

ჯაბა კანკავა: “მე დღეს არ შევცვლილვარ, ასეთი ვიყავი კაპიტნობამდეც და შემდეგაც”