კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გიორგი ქვილითაიამ კვიპროსში გოლი გაიტანა, ქეცბაიას გუნდმა მოიგო (ვიდეო)

ანორთოსისმა ვარჯიში შეწყვიტა

Image source: ANT1.com.cy

 

კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ანორთოსისმა“ „აპოელს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

თემურ ქეცბაიას გუნდის შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშეს გიორგი ლორიამ, ბუბა დაუშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ. ამ უკანასკნელმა გოლიც გაიტანა.

ქვილითაიამ თავის გამოჩენა მატჩის 67-ე წუთზე მოახერხა და მან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გიორგიმ საჯარიმოს გარედან დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. მან მე-3 გოლი გაიტანა მას შემდეგ, რაც „ანორთოსისში“ გადავიდა.

თემურ ქეცბაიას გუნდი სატურნირო ცხრილში 16 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება და მხოლოდ „აპოლონს“ ჩამორჩება.

 

 

წყარო – goal.philenews.com

 

გიორგი შერმადინის 22 ქულა და MVP “უნიკახას” წინააღმდეგ მატჩში