Image source: goal.philenews.com
კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისი“ „ეთნიკოს ახნასი“ გიორგი ქვილითაიას გოლით 1:0 დაამარცხა.
ქართველმა ფეხბურთელმა გამარჯვების მომტანი გოლი მე-18 წუთზე პენალტით, რომელიც თვითონ მოიპოვა, გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. გიორგიმ მე-80 წუთამდე ითამაშა, ხოლო გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა შეუცვლელად. თორნიკე ოქრიაშვილს ისევ ტრავმა აქვს.
სტუმრებმა 34-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანეს, თუმცა, ლორიას არ აუღია, მეტოქემ დაარტყა არაზუსტად და ბურთი ძელს მოარტყა.
„ანორთოსისმა“ ამ გამარჯვებით 33 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება. აქვე გეტყვით, რომ გიორგი ქვილითაია ბომბარდირთა დავაში 9 გოლით პირველ პოზიციაზეა.
წყარო – Cablenet Cyprus
ვიდეობი
ფოტოები