კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გიორგი ქვილითაიამ კვიპროსში ბრწყინვალე გოლი გაიტანა (ვიდეო)

ქვილითაიას გოლი

Image source: goal.philenews.com

 

კვიპროსის ჩემპიონატის 30-ე ტურში „ანორთოსისი“ საკუთარ მოედანზე „აელთან“ 1:2 დამარცხდა და კიდევ ერთი წარუმატებელი თამაში ჩაატარა.

გიორგი ლორიამ, მურთაზ დაუშვილმა და გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილმა 76 წუთი გაატარა მინდორზე.

თემურ ქეცბაიას გუნდი 0:2 მარცხდებოდა და 45-ე წუთზე ანგარიში ქვილითაიამ შეამცირა. ქართველს ლამაზი გოლი გამოუვიდა, რამდენიმე მცველი მოატყუა და ისე მოახერხა დასარტყმელ პოზიციაზე გასვლა. მას უკვე 14 გოლი აქვს გატანილი ჩემპიონატში.

„ანორთოსისს“ კი ისევ 53 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. ქეცბაიას გუნდი უკვე 4 ტურია მოუგებლად თამაშობს და ჩემპიონობის შანსს კარგავს.

 

 

წყარო – Anorthosis

 

ლუკა ლოჩოშვილმა ავსტრიის ჩემპიონატში გოლი გაიტანა