კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ქვილითაიამ ევროპის ლიგაზე გაიტანა, თორნიკე ოქრიაშვილი გააძევეს (ვიდეო)

ანორთოსისის ევროპა ლიგას დაემშვიდობა

Image source: Alphanews.live

 

ევროპის ლიგაზე „ანორთოსისი“ „ბაზელთან“ 2:3 დამარცხდა და ტურნირის დაემშვიდობა. გიორგი ლორიამ, გიორგი ქვილითაიამ და ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილმა 50 წუთი.

ოქრიაშვილმა 33-ე და 50-ე წუთებზე ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ქვილითაიამ ახალ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა, მან 67-ე წუთზე პენალტით დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში იმ დროისთვის 2:3 გახადა. აღსანიშნავია, რომ „ანორთოსისი“ 0:3-ს აგებდა და ამის მიუხედავად ბოლომდე იბრძოლა. თუმცა, მაინც წააგო და გავარდა.

ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა ვაკო გვილიას „ლეგია“ და ვაკო გვილიამ ბოლო 27 წუთი ითამაშა, ხოლო ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარმა“ „რეიმსს“ მოუგო და მომდევნო ეტაპზეა. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 68 წუთი იყო.

 

 

წყარო – Anorthosis

 

 

“ლოკომოტივი” დამარცხდა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა