კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ქვილითაიამ ახსნა, თუ რატომ “გენტიდან” “ანორთოსისში” გადავიდა

გიორგი ქვილითაიამა დაასახელა მიზეზი თუ რატომ გადავიდა აპოელში

Image source: apoelfc.com.cy

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია გუშინ ბელგიური “გენტიდან” კვიპროსული “აპოელში” გადავიდა, სადაც 2024 წლის ივნისამდე ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

27 წლის ქართველი ფორვარდი საკუთარი ინსტაგრამის მეშვეობით “ანორტოსისის” ფანებს დაემშვიდობა.

“მე ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპს ვიწყებ და ვიცი, რომ “ანორტოსისის” ვერცერთი ქომაგი ვერ გამიგებს და მე მათი სრულიად მესმის.

“ანორტოსისს” ვერ მოახერხა ჩემი “გენტიდან” გამოსყიდვა, მე კი გუნდი დავტოვე.

თასი, რომელიც თქვენთან ერთად მოვიგე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არასოდეს დამავიწყდება ჩვენი ფანების ემოციები.

მადლობა კლუბს, გულშემატკივრებსა და პირადად თემურ ქეცბაიას. “ანორტოსისის” ერთგულ ქომაგად დავრჩები და ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს”, – წერს ქვილითაია.

აღვნიშნოთ, რომ ქვილითაიამ ფამაგუსტური კლუბის მაისურით სულ 32 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

 

 

 

წყარო – kvilita13