კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ქვილითაია: “ბედნიერი ვარ წლის დასაწყისით…” (ფოტო)

Image source: Belga image

 

ბელგიის “გენტისა” და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ სოციალურ ქსელში თავისი საფეხბურთო წლის დასაწყისი შეაფასა.

“ბედნიერი ვარ წლის დასაწყისით! წინ გრძელი და მნიშვნელოვანი სეზონია!“, – დაწერა ქართველმა ლეგიონერმა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფორვარდმა ბელგიური კლუბის რიგებში ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში დუბლით გამოიჩინა თავი. ესპანურ შეკრებაზე გერმანიის მე-3 ბუნდესლიგაში მოთამაშე “ინგოლშტადტის” (3:2) წინააღმდეგ მატჩში ქვილითაიამ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ორი გოლის გატანა შეძლო (47′, 87′).

შეგახსენებთ, რომ მარტში საქართველოს ნაკრებს ბელარუსის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს ჩასატარებელი, სადაც ევრო-2020-ზე მოხვედრის ისტორიული შანსი გვეძლევა.

წყარო – Giorgi Kvilitaia Instagram

ლევან კუტალია: “დავტოვე “დინამო თბილისი” და გულწრფელად ვწუხვარ ამაზე”