Image source: rugby.ge
საქართველოს ნაკრების შუამარბი გიორგი კვესელაძე რვა ერის მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მას ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში გულშემატკივრების უმეტესობამ მხარი დაუჭირა.
კვესელაძემ ხმების ძალიან დიდი რაოდენობა მიიღო – 88% და ძალიან დამაჯერებლად მოიგო. გარდა ამისა, ის მესამე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
გიორგი კვესელაძემ ირლანდიასთან ბრწყინვალე ლელო გაიტანა და შესანიშნავად ითამაშა. საქართველომ კი მეტოქესთან 10:23 წააგო.
And the winner of Player Of The Round for round 3️⃣ with 88.8% of votes is… 🥁 Giorgi Kveseladze!
Congrats 👏 #AutumnNationsCup pic.twitter.com/ZQTNv1L37w
— Autumn Nations Cup 🏉 (@autumnnations) November 30, 2020
წყარო – Autumn Nations Cup
ვიდეობი
ფოტოები