კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი კუცია: “საფრანგეთის დონის ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ”

გიორგი კუციას კომენტარი

Image source: getty images

 

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურის მატჩი საკუთარ მოედანზე საფრანგეთის წინააღმდეგ გამართა და 0:2 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა გიორგი კუციამ გააკეთა:

“ვფიქრობ, რომ ეროვნულ ნაკრებში კარგი გამოცდილება მივიღე და ეს დღევანდელ მატჩშიც გამომადგა. რაც შეეხება საფრანგეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას, პირველ ტაიმში ცოტათი გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ შევძელით თამაშის გამოსწორება და საფრანგეთის დონის ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ. ნამდვილად დასანანი მარცხი იყო, ბიჭებმა ბოლომდე ვიბრძოლეთ, რომ სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია”,-განაცხადა კუციამ.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას ლიხტენშტაინის წინააღმდეგ 8 სექტემბერს სტუმრად გამართავს. ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ ქალაქ ესხენში ჩარტერული რეისით 7 სექტემბერს გაემგზავრება.

 

 

 

წყარო – gff.ge