კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი კორსანტიამ სადებიუტო მატჩში შტამბეჭდავი შედეგი აჩვენა

გიორგი კორსანტია დებიუტი საფრანგეთში შედგა

Image source: Caen Basket Calvados ფეისბუკ გვერდი

 

ფრანგულ საკალათბურთო კლუბ “კაენში” რამდენიმე დღის წინ გიორგი კორსანტიას დებიუტი შედგა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი, რომელმაც წინა სეზონი “თსუში გაატარა, ახლა კარიერას საფრანგეთში აგრძელებს და რანგით მე-3 დივიზიონის გუნდ “კაენის” შემადგენლობაში მისი დებიუტი შედგა.

კაენელთა მეტოქე თანადივიზიონელი “ლაურორ ვიტრე” გახლდათ, რომელსაც კორსანტიას გუნდმა 79:72 ანგარიშით მოუგო. ქართველი ფორვარდი დაგროვებული 13 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.

კაენს” ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ 4 სპარინგ-მატჩი აქვს დაგეგმილი. საფრანგეთის მე-3 ლიგა 2 ოქტომბერს დაიწყება. კორსანტიას გუნდი სეზონს “ბეზანსონთან” გასვლითი შეხვედრით გახსნის.

 

 

წყარო – Caen Basket Calvados

 

 

 

 

საქართველოს რაგბის კავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც მსოფლიო რაგბის, ასევე 6 ერის წარმომადგენლებთან