კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი კოხრეიძემ “საბურთალოს” რიგები დატოვა – თუ რა ნომრით ითამაშებს გიორგი ფრანგულ კლუბში

გიორგი კოხრეიძე საბურთალოს რიგები დატოვა

Image source: FC Saburtalo ფეისბუკ გვერდი

 

“საბურთალოს” უკვე ყოფილი კაპიტანი და აკადემიის აღზრდილი, გიორგი კოხრეიძე ფრანგულ “გრენობლში” ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაცია ფრანგული და ქართული გუნდები დაადასტურეს.

22 წლის ფეხბურთელი ხუთშაბათს გაემგზავრა ევროპაში და ახალ კლუბთან 3-წლიან ხელშეკრულებას უკვე მოაწერა ხელი. “გრენობლმა” კი გიორგი ოფიციალურად უკვე წარადგინა და 7-ნომრიანი მაისურიც გადასცა.

”ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხელი მოვაწერე ფრანგულ კლუბთან, უნდა გავაგრძელო ჩემი პროგრესი. მე დავინახე, რომ გუნდს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და ითამაშა ლიგა 1-ის პლეი-ოფშიც. მე ვუყურე ფანების ვიდეოს, ისინი ძალიან ემოციურები არიან და ზოგიერთები უკვე დამიკავშირდნენ სოციალური ქსელის მეშვეობით (იცინის).

ახლა ჩემი პრიორიტეტი იქნება ფრანგული ენის სწავლა საკმარისად სწრაფად ინტეგრირებისთვის და განსაკუთრებით პერსონალისა და ჩემი თანაგუნდელების გაწევრიანება შემდეგი სეზონისთვის მოსამზადებლად”, – განაცხადა კოხრეიძემ.

აღვნიშნოთ, რომ “გრენობლი” ამ დროისთვის ლიგა-2-ის გუნდია. კოხრეიძემ კი “საბურთალოს” შემადგენლობაში 163 მატჩი ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა.

 

 

 

წყარო – gf38.fr

 

 

 

 

 

 

 

ლადო კილასონიას ახალგაზრდა შეგირდები განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას ეცდებიან