Image source: levanteud ინსტაგრამის გვერდი
ესპანეთის თასის 1/32 ფინალურ მატჩში „ლევანტემ“ „პორტუგალეტეს“ ესტუმრა და 2:1 ანგარიშით დაამარცხა. 21 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა. გიორგის კარიერაში ეს მეორე მატჩია ესპანეთის თასში, ხოლო მიმდინარე სეზონში პირველად. გიორგი თამაშის ბოლო გამოჩნდა მოედანზე.
ამ შეხვედრაში სტუმართა ქართველმა ნახევარმცველმა უცვლელად ითამაშა. გიორგი 90′ წუთში 64–ჯერ შეეხო ბურთს, 43-ჯერ ზუსტი გადაცემა გააკეთა, 8-ჯერ გამარჯვებული გამოვიდა პოზიციისთვის ბრძოლაში, 3-ჯერ მეტოქეს ბურთი წაართვა, ხოლო გადაცემათა სიზუსტემ 86% შეადგინა. სტატისტიკის ვებ-გვერდმა SofaScore-მა მისი თამაში 7.2 ქულით შეაფასა. ქოჩორაშვილმა 16 დეკემბერს ესპანეთის თასზეც ითამაშა და გოლი გაიტანა.
აღვნიშნოთ, რომ ქოჩორაშვილი 2019 წლიდან ესპანურ კლუბში ირიცხება, სადაც „საბურთალოდან“ გადავიდა. ის ასევე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია.
ვიდეობი
ფოტოები