კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ქინქლაძის თამაში “ანორტოსისის” გულშემატკივრებმა გაიხსენეს (ფოტო)

Image source: anorthosis24.net

 

კვიპროსული „ანორტოსისის“ ფეისბუკის ოფიციალურმა გვერდმა გუნდის ყოფილი მოთამაშე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქინქლაძე გაიხსენა. გულშემატკივრებს ქინქლაძის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება მიეცათ.

გიორგი კვიპროსულ კლუბში თემურ ქეცბაიასთან (ამჟამინდელ მწვრთნელთან ერთად) 2004/05 წლებში თამაშობდა და გუნდის მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, ასევე 2005 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

გთავაზობთ ქინქლაძის შესახებ გულშემატკივრების დაწერილ საუკეთესო კომენტარებს:

–  “ოლიმპიაკოსთან” თამაში მახსოვს, 2004 წლის შემოდგომას გაიმართა. ჩვენ 5-1 მოვიგეთ. ჩემთვის ეს იყო ტოპ თამაში კვიპროსში და ქინქლაძე იყო დირიჟორი.

– იმ დროის საუკეთესო ნახევარმცველი იყო. დღემდე ვუყურებ მის ვიდეოებს YouTube-ზე და ვერ ვხვდები, თუ კარიერა როგორ ვერ აიწყო. „ქინქი“ გვარდიოლას კერპი იყო.

– საუკეთესო ლეგიონერი, რომელიც ოდესმე კვიპროსზე უთამაშია.

– ოცნების მოთამაშე!

– „მანჩესტერ სიტიმ“ ამ ჯადოქარზე წიგნი გამოსცა – „ქინქლაძე – იდეალური”. ამით ყველაფერი ნათქვამია.

 

 

წყარო – anorthosisfc

 

 

 

 

 

გიორგი მერებაშვილს ფორმის შესანარჩუნებლად მისი მეუღლე ეხმარება (ვიდეო)